ჩვენს შესახებ

საბავშვო მაღაზიათა ქსელი დადუ არც ისე დიდი ხანია არსებობს ბაზარზე, თუმცა უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
ათეული წლების განმავლობაში კომპანია საბითუმო გაყიდვებს ახორციელებდა საქართველოს მასშტაბით, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.
გაჩნდა იდეა, რომ დაარსებულიყო საცალო გაყიდვებისათვის ქსელი, რომლის მიზანიც იქნებოდა შეექმნა სივრცე, სადაც ბავშვების ყველა ოცნება ასრულდებოდა. იდეის ავტორი გახლავთ 13 წლის ელენე(დოდოლი) ლოლაშვილი. ის იმ თოჯინის მოსახელეა, რომელსაც პატარა გოგონები კარგად იცნობენ. გამორჩეული დიზაინისა და ფუნქციების მქონე თოჯინა „დოდოლი“ ქართულ ბაზარზე წლებია უკვე რაც დიდი მოწონებით სარგებლობს.
საბავშვო მაღაზიათა ქსელი დადუ მომხმარებელს სთავაზობს, როგორც სათამაშოების, ასევე სასაჩუქრე, ახალშობილის, წიგნების, სასკოლო და საკანცელარიო ნივთების ფართო არჩევანს. პროდუქცია გათვლილია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მქონე მომხმარებლისათვის.
მომსახურე პერსონალი გამოირჩევა კვალიფიკაციის მაღალი დონით, ხარისხიანი და ხალისიანი მომსახურებით. პერსონალი მუდმივად გადის სპეციალურ მომზადებას, რათა ხარისხიანად და ეფექტურად მოემსახუროს კლიენტს და მოიპოვის მათი კეთილგანწყობა და ნდობა.
იმისათვის, რომ მომხმარებელმა მუდმივად შეძლოს თვალყურის დევნება ჩვენ აქტივობებზე და უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა დადუს განვითარებაში, მიიღოს პროდუქციასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი გავააქტიურეთ facebook გვერდი, სადაც დადუს პროდუქციისა და მაღაზიების შესახებ ინფორმაცია იქნება სრულად მიწოდებული.
იმის გამო, რომ დადუს პროდუქცია მოთხოვნადია ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ქსელის გაფართოებაზე, არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით ასევე რეგიონებში.